დაიბადა 1894 წლის 7 ოქტომბერს თბილისში. 1911-1918 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარებამდე გაიწვიეს არმიაში. 1919-1920 წლებში მუშაობდა კონფერანსიედ თბილისის ესტრადაზე. 1920 წლის დასასრულს მენშევიკების მთავრობამ მეხუთე პოლკში გაიწვია. გასაბჭოების შემდეგ ქუთაისის სასწავლო ბატალიონში გააგზავნეს. 1924-1925 წლებში კვლავ თბილისის ესტრადაზეა, ამავდროულად მუშაობს მუსიკალური სატირის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1925-1930 წლებში მსახიობი და რეჟისორია საქართველოს სახკინმრეწვში.