ძველი თბილისის ერთ ეზოში ბებერი მეზურნეები ცხოვრობენ. შვილები ომში დაეღუპათ, შთამომავლობის გარეშე დარჩენილებს მხოლოდ მათზე მზრუნველი ერთგული მეუღლეები შემორჩათ. წარსულის მოგონებებით საზრდოობენ, ხან ზურნას ააკვნესებენ, ხან ბაიათებს დაამღერებენ. წუხან, რომ ახალგაზრდებს ტრადიციული საკრავები აღარ იზიდავს და უცხოურს ამჯობინებენ. ძველი მეგობრები ყოველი ახალი დღის გათენებას სევდანარევი სიხარულით ეგებებიან.