ახალგაზრდა კაცი მკერავს შარვლის უხარისხო შეკერვისთვის პრეტენზიით მიმართავს. თერძი საყვედურს იუკადრისებს, მას მეორე თერძი გამოექომაგება და კლიენტს ნაკლის შესწორებას დაპირდება. დანიშნულ დროს ახალგაზრდას შარვალს ჩააბარებენ, დაარწმუნებენ, რომ ამჯერად ყველაფერი რიგზეა, თუმცა შარვლისთვის ხელიც არ უხლიათ.