დაიბადა 1940 წლის 1 იანვარს სოხუმის რაიონის სოფელ ბაბუშერაში. ბავშვობა გაატარა მარტვილის რაიონის სოფ. თარგამეულში, სადაც იზრდებოდა 7 წლამდე. 1958 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-4 საშუალო სკოლა და ჩაირიცხა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ პირველი კურსიდან სასწავლებლად გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1964 წელს დაამთავრა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. ასპირანტურის დამთავრების თანავე 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო შემდგომ 1973 წელს სადოქტორო. 1966 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტად, შემდეგ კი ბოლო ოცი წელი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ. 1987 - 1990 წლებში ჟურნალ "კრიტიკა"-ს მთავარ რედაქტორად. 1993 - 1999 წლებში ჟურნალ "ნუგეშის" მთავარი რედაქტორად. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, "მწერლის გაზეთი"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი - სრული პროფესორი. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის სახელმწიფო, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძის, ავეთიკ ისააკიანის და სხვა პრემიები. ღირსების ორდენის კავალერი (1999 წ.). მინიჭებული აქვს "ქართული კულტურის ამაგდარი"-ს (2009 წ.) და "ქართული პროზის რაინდი"-ს წოდებები.