ფილმი მსუბუქად და იუმორით მოგვითხრობს ქალის ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა და გარდაცვლილი სუპერმარკეტში, რძის პროდუქტებიანი დიდი მაცივრის წინ, შემთხვევით ხვდება ორ ნაცნობს. მათ შორის აბსურდული და იუმორით სავსე დიალოგი იმართება, რომელსაც, მიუხედავად იუმორისა, საოცარი სევდა და სიცივე მოაქვს.