კოსტას სახელოსნო ქალაქის ძველ უბანში მდებარეობს. ეს სარდაფი კოსტამ ჯერ კიდევ მაშინ შეიძინა, როცა სამხატვრო აკადემიის სტუდენტი იყო და იმ დროიდან იკრიბებოდნენ აქ ნიჭიერი ხელოვანები. ფილმის სიუჟეტი იქიდან იწყება, როცა კოსტამ და მისმა მეგობრებმა უკვე 40 წელს გადააბიჯეს და ,,ძველი დიდების’’ ფაქტები მხოლოდ ვიდეოფირებზეა შემონახული. ახლა კი ხელმოცარულებს მაღალ მატერიებზე სასაუბროდ აღარ სცალიათ, რადგან ფიზიკური განადგურების ზღვარზე დგანან.