მოსწავლეებთან მუდმივი კონფლიქტით შეწუხებული ახალგაზრდა პედაგოგი ქეთევანი სკოლის სამუდამოდ მიტოვებას გადაწყვეტს, მაგრამ ბავშვების ნამუშევრების წაკითხვის შემდეგ გადაწყვეტილებას შეიცვლის, განსაკუთრებით ნანასა და დათოს საზაფხულო თავგადასავლები მოხიბლავს. ნანა აღწერს, თუ მისი გაბედული ჩარევის შემდეგ როგორ გადაურჩა სიკვდილს სოფლელი გოგონა, დათო კი მოხუც ამბაკოს გამოესარჩლა, როცა მუშებმა მისი ფრონტზე დაღუპული შვილის დარგული ხის მოჭრა დააპირეს.