დაიბადა 1928 წლის 1 სექტემბერს ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის 30-ე საშუალო სკოლასა და რკინიგზის სამშენებლო ტექნიკუმში. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში. მუშაობდა მარჯანიშვილის (1946-1947), სოხუმის (1948-1953) თეატრებში, ხოლო 1954 წლიდან თბილისის დუმბაძის სახელობის თეატრის მსახიობია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965), საქართველოს სახალხო არტისტი (1978).