მოხუცი ლუკა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად მსხლის იშვიათი ჯიშის, ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება. მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია - გზაში ჭკნობას იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს – ბორბლებქვეშ ჩაუყრის და მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.