ღარიბი ძმები ალი და ჰუსეინი ოჯახს ზღვის ღრუბლის მოპოვებით არჩენენ. ერთხელ, ღია ზღვაში გასულებს, თავს ზვიგენი დაესხმება. ალი ზვიგენს მოკლავს, მაგრამ უფროსი ძმის გადარჩენას ვერ შეძლებს. ოჯახზე ზრუნვას ახლა უკვე მარტო განაგრძობს. ალის სწამს, რომ დავაჟკაცდება და დუხჭირ ცხოვრებას თავს დააღწევს.