დაიბადა თეთრიწყაროში 1939 წლის 19 აპრილს. 1958 წელს დაამთავრა თეთრიწყაროს საშუალო სკოლა. 1959-1963 წ.წ. სწავლობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1964-1967 წ.წ. მუშაობდა გორის თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1967 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ჩაუდგა სათავეში, რომლებმაც ითავეს ახალციხეში ჩამქრალი თეატრის აღდგენა, 1987 წლამდე იგი იყო ამ თეატრის მთავარი რეჟისორი. 1987 წლიდან მოღვაწეობას იწყებს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად და პარალელურად მუშაობს რუსთავის თეატრის რეჟისორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1974), საქართველოს სახალხო არტისტი (1983).