დაიბადა 1957 წლის 16 იანვარს თბილისში. მუშაობდა საქარმოო გაერთიანება ”მიონში” ლაბორანტად. 1975–1980 წლებში სწავლობდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ლანა ღოღობერიძის და ომარ გვასალიას სახელოსნო). მიენიჭა კვალიფიკაცია კინოს რეჟისორი და იმავე წლიდან ჩაირიცხა კინოსტუდია ”ქართული ფილმის” შტატში.