მოზარდი ბიჭი საზეიმოდ მორთულ ხმაურიან ქუჩაში უცნობ, მანამდე უნახავ მამასთან შესახვედრად მიდის. ქვეყანა მორიგ საბჭოთა დღესასწაულს აღნიშნავს. ბიჭის ფსიქიკაში გარდატეხა ხდება - მოულოდნელად ის აცნობიერებს, რომ დღესასწაულის პომპეზურობა, ხალხის აღფრთოვანება ტყუილზეა დაფუძნებული, მთელი ქვეყანა ყალბი თავმოწონებით ცხოვრობს.