დაიბადა 1955 წლის 3 აპრილს თბილისში. 1977 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრების შედეგ სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტზე (ლევან პაატაშვილის სახელოსნო), რომლიც დაასრულა 1986 წელს. 1986 წლიდან ს/ს "ქართული ფილმის" კინოოპერატორია. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტელეკომპანიებში "მე-9 არხი" და "მზე".