ფილმი გადაღებულია შემოდგომის ტრადიციულ დღესასწაულზე "თბილისობა". ქალაქის ძველ უბანში უზარმაზარი საწნახელი ააგეს. ქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები, ძველი ღვინით გახალისებულნი, ახალი ღვინისთვის ყურძენს წურავენ. დღესასწაული კი გრძელდება...