დაიბადა 1954 წლის 15 აგვისტოს თბილისში. 1978–1982 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (სოსო ჩხაიძის და რამაზ ხოტივარის სახელოსნო). 1974–1975 წლებში მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში მიხეილ თუმანიშვილის ასისტენტად. 1978 წლიდან ეწევა აქტიურ მოღვაწეობას როგორც მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი და პედაგოგი.