ფილმი ეხება იმერთა მეფის სოლომონ II-ის ბრძოლას რუსეთის რეგულარული ჯარის წინააღმდეგ მე-19 საუკუნის დასაწყისში. ქვეყნის ტირანიისგან გადასარჩენად მან დახმარებისთვის ნაპოლეონ I-საც კი მიმართა, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა და ბრძოლას შეეწირა. პარალელურად ფილმში აისახება მეფის სულიერი მოძღვრის ისტორია, რომელიც რთულ ვითარებაში ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელ სიმტკიცეს იჩენს.