დაიბადა 1954 წლის 18 მარტს ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის მე-11 საშუალო სკოლა. 1981-86 წ.წ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინო-საოპერატორო ფაკულტეტზე (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). იგი გახლდათ პირველი ქართველი საოპერატორო გამოშვების, 1986 წლის, კურსდამთავრებული. კინოში მოღვაწეობს 1986 წლიდან.