გასული საუკუნის 60-იან წლებში დასავლეთ საქართველოში, შემდეგ დედაქალაქშიც ცნობილი გახდა გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე დურუ ხურცილავას შესახებ. დაუნდობელი მოძალადე არაერთი გაუპატიურებისა და მკვლელობის შემდეგ თვითონ ჩაბარდა მილიციას, ციხე საკუთარი სახლივით მოირგო, თუ მოინდომებდა, გარეთაც თავისუფლად გადიოდა. დურუსი ეშინოდათ, პატივსაც კი სცემდნენ. ის ციხეში მოკლეს.