დაიბადა 1954 წლის 18 მარტს ქუთაისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი, 1987 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ლანა ღოღობერიძის სახელოსნო).
პროფესიული გამოცდილება: 1989–1991 წლები ოდესის კინოსტუდიის–დამდგმელი რეჟისორი; 1991–1992 მოსკოვის ტელეფილმების სტუდიის – დამდგმელი რეჟისორი; 1992-1994 კინოსტუდია "ქართული ფილმის"– დამდგმელი რეჟისორი; 1994-1999 საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის – რეკლამისა და მუსიკალური კლიპების რეჟისურის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1999–2000 სტუდია "აუდიენციის" ტელეგადაცემის რეჟისორი; 2000-2001 კინოსტუდია "ქართული ფილმის"– საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი; 2003 ტელეკომპანია "იმედის" სატელევიზიო სერიალის რეჟისორი; 2003-2005 საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საზღვარგარეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი; 2006 შპს "კავკასიის გლობალური კინემატოგრაფიის" – ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი კინოპროდიუსერი.