თინიკო ახალგაზრდა მსახიობი ქალია, რომელსაც "რომეო და ჯულეტაში" მთავარი როლის შესრულებას ანდობენ. პრემიერისთვის მზადება უკვე თითქმის დასრულებულია, როდესაც თინიკო შეიტყობს, რომ აგვისტოს მოვლენებისას მისი რეზერვისტი ძმა დაიღუპა. გოგონა მთელი მონდომებით ცდილობს, ამაზე არ იფიქროს და პრემიერა არ ჩაშალოს ძმის დასაფლავებაზე წასასვლელად. ქვეყანაში ომია, თეატრი კი მაინც აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა, დასისთვის ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის.