ზურას მამას მოუკლავენ. დედა ბიჭს სოფელს გამოარიდებს და ქალაქში გადმოსახლდება. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამო დაღს დაასვამს. იგი "ყოჩი ბიჭის" ნიღაბს აიფარებს, თანაკლასელებს თავის ნებაზე ათამაშებს, სკოლის ლიდერი გახდება, თუმცა საკუთარ თავთან დარჩენილი ეული და მარტოსულია. მაგარი ბიჭის თამაშს დიდხანს ვერ შეძლებს. პოზიციას დათმობს. შარავანდედშემოძარცვულ ზურას თანაკლასელები ზურგს შეაქცევენ.
გადაღებულია ჰაინრიხ მანის მოთხრობის მოტივებზე.
რეჟისორთა საერთაშორისო გილდიის პრიზი საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ფესტივალი ”სტალკერი” ქ. მოსკოვი
პრიზი ”ოქროს გრიფონი” საუკეთესო დებიუტისათვის, საერთაშორისო ფესტივალების ფესტივალი ქ. სანკტ-პეტერბურგი
პრიზი ”ვერცხლის რაინდი” სლავი და მართლმადიდებელი ხალხების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს რაინდი” ქ. მოსკოვი