მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცის ობლად დარჩენილ ოთხ გოგონას გაჭირვება აიძულებს ერთ-ერთი და, ფაცურა, სხვა ოჯახში გააშვილონ. გოგონები ერთადერთ დედისეულ კაბას მას გაატანენ. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახური ერთობისა და ერთგულების სიმბოლოდ ქცეულ კაბას ფაცურა ოჯახს დაუბრუნებს.