მეათეკლასელ ზურას, რომელიც მამის მეგობარს მანქანას მოპარავს და ამხანაგებს მცხეთაში გაასეირნებს, სკოლის დირექტორი ველოსიპედისტთა შეჯიბრებიდან მოხსნის. ზურას მამა დირექტორს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, იმასაც მოახერხებს, რომ ზურას შეჯიბრში გამარჯვებულად სცნობენ. ამხანაგებმა იციან, რომ გამარჯვება სხვას ეკუთვნოდა. ხათუნა ზურას ამ საქციელისთვის შეარცხვენს. ამხანაგებთან და საყვარელ გოგონასთან დაპირისპირებით გაღიზიანებული ზურა საჭეს ვერ დაიმორჩილებს, მანქანა გადაბრუნდება და მის გვერდით მჯდომი თანაკლასელი, ლექსო დაიღუპება. შვილი რომ პასუხისგებისგან იხსნას, ზურას მამა ცდილობს ავარია დაღუპულს მიაწეროს. შვილი პირველად აუმხედრდება მამას, მის გავლენას თავს დააღწევს და დანაშაულის აღიარებას გადაწყვეტს.