ზღვის ფსკერიდან ომის დროს ჩაძირული სეინერის, "იმედის" ამოტანა ეკიპაჟის ერთადერთ გადარჩენილ წევრს ვახტანგ ნიჟარაძეს მოგონებებს აუშლის, ახალგაზრდობის შეცდომებსა და გემის მეთაურ გურამ კალანდაძესთან დაპირისპირებას გაახსენებს. გურამთან ქიშპობა ვახტანგს არც ომის დღეებში შეუწყვეტია. "იმედის" ეკიპაჟის დაღუპვის შემდეგ სინდისმა შეაწუხა და დანაშაულის გამოსასყიდად ფრონტის წინა ხაზზე წავიდა... გავიდა დრო. კალანდაძის შვილი, უმცროსი გურამი სეინერის აღდგენაზე მუშაობს. მისი მოხუცი ბაბუისთვის "იმედის" აღდგენა დაღუპული შვილის გაცოცხლების ტოლფასია.