ჯარიდან დაბრუნებული მიხა შეიტყობს, რომ მის შეყვარებულს, ფეფელოს მდიდარ საქმროზე გათხოვებას უპირებენ. ფეფელოს მამას გადაწყვეტილებას რომ ვერ შეაცვლევინებენ, შეყვარებულები გაქცევას გადაწყვეტენ, თუმცა შორს ვერ წავლენ და მდევრისგან თავის დასაღწევად თავლაში შეიკეტებიან. სხვა გამოსავალი აღარ არის - თავლის გარშემო შეკრებილი თანასოფლელების თვალწინ ფეფელო მიხას ცოლი გახდება.