დაიბადა თბილისში 1914 წლის 21 იანვარს. 1930 წელს დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია, ხოლო 1939 წ. მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1936–41 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1944–61 წ.წ. ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წამყვანი სოლისტია. 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა სამსახიობო ოსტატობის კლასს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950). საქართველოს სახალხო არტისტი (1960). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1951).