დაიბადა კიევში 1926 წლის 28 სექტემბერს. მისი პირველი გვარია მინსკაია. 1945 წელს დაამთავრა მოსკოვის დიდი თეატრის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი მ. კოჟუხოვა). 1945-1966 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1961).