დაიბადა 1862 წლის 24 დეკემბერს, სოფელ ბანოჯაში (ქუთაისის მაზრა).1874 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მელიტონი შევიდა ადგილობრივ ვაჟთა გიმნაზიაში, 1877 წელს თავი დაანება გიმნაზიაში სწავლას და შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1889 წელს განათლების მისაღებად გაემგზავრა პეტერბურგში, 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1918 წელს მან მიიღო ნებართვა გაეხსნა ქუთაისში მუსიკალური სასწავლებელი, რომელიც გაიხსნა 1919 წელს. 1935 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ სასწავლებლის დირექტორი.
საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1931). საქართველოს სახალხო არტისტი (1933).