დაიბადა 1904 წლის 4 ნოემბერს სოფ. ძველი გავაზში (ახლანდელი ახალსოფელი, ყვარლის რაიონი). 1933 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1937 წელს -ასპირანტურა და 1949 წლამდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1953).