დაიბადა ქუთაისში 1899 წლის 28 მარტს. 1918 წ. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1924 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, ხოლო 1926 წ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. ე. ერონსკის კლასი). სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა თბილისის (1926-34 და 1936–44), სვერდლოვსკის (1934–36), სსრკ ოპერისა და ბალეტის დიდ (1944-48) თეატრებში. 1937 წ. იყო სსრკ სახ. ფილარმონიის სოლისტი. 1952 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს მოსკოვის გნესინების სახელმწიფო მუსიკალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1957–58 წ.წ. როგორც პედაგოგ–ვოკალისტი და კონსულტანტი, მივლინებულ იყო კორეიის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ქ. ფხენიანი) და ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ქ. ჰანოი). 1962 წლიდან თბილისის სახ. კონსერვატორიის პადაგოგია. 1967–70 წ.წ. მუშაობდა ქაიროს კონსერვატორიაში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1943). საქართველოს სახალხო არტისტი (1955). საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1950). გარდაიცვალა მოსკოვში.