დაიბადა 1913 წლის 21 ოქტომბერს. დაამთავრა ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (ა. ვაგანოვის კლასი). 1934 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1930-1948 წლებში იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1933 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ქართული ცეკვების ლიტერატურის სფეროში.1947 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხელოვნების დარგში. 1957 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართული ხალხური ქორეოგრაფია". საქართველოს სახალხო არტისტი (1941).