დაიბადა ქ. გორში 1908 წლის 6 აპრილს. 1925–26 წ.წ. სწავლობდა თბილისის კუკიის მუსიკალურ ტექნიკუმში, 1926–31 წ.წ. – თბილისის კონსერვატორიაში. 1931–34 წ.წ. მოღვაწეობდა თბილისში როგორც თეარტის კომპოზიტორი და დირიჟორი. 1934–38 წ.წ. სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში. სსრკ–ს სახალხო არტისტი (1968). ლენინის (1967) და შრომის წითელი დროშის (1960) ორდენების კავალერი. სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურიატი (1946,1950). გარდაიცვალა 1970 წლის 14 აგვისტოს.