დაიბადა 1923 წლის 12 თებერვალს ბათუმში. 1946–1948 წლებში სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, შემდეგ საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამხატვრო ფაკულტეტზე. 1956 წელს დაამთავრა იმავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო). 1939 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი.