დაიბადა ქ. ირკუტსკში 1928 წლის 28 თებერვალს. 1943 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა ა. პუშკინის სახ. კრასნოიარსკის თეატრთან არსებულ სტუდიაში, რომელის დაამთავრა 1945 წელს.. იმავე წელს დაიწყო მუშაობა კრასნოიარსკის თეატრში. 1946 წელს ჩამოვიდა თბილისში და 1969 წლამდე მუშაობდა ლ. კაგანოვიჩის სახ. რუსულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1969 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა გრიბოედოვის სახ. თეატრში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1965).