მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ქალაქის დაბომბვის შემდეგ სკოლის შენობის ნანგრევებში ჩარჩენილ მოსწავლეებს ავიაგამანადგურებლის მფრინავი ზაურ ჯაში მოძებნის და აეროდრომზე გადაიყვანს. ბავშვები მფრინავს დაუმეგობრდებიან და ყოველი საბრძოლო გაფრენის შემდეგ მოუთმენლად ელიან მის დაბრუნებას. ისინი ზაურს საკუთარ ბავშვობას ახსენებენ. ფრონტის ხაზიდან გაყვანისას მოსწავლეებით სავსე სატრანსპორტო თვითმფრინავს მტრის გამანადგურებლები დაესხმიან თავს. ბავშვები დაინახავენ, თუ როგორ ჩამოაგდებს ზაური გერმანელების თვითმფრინავს და თავის ცეცხლმოკიდებულ თვითმფრინავთან ერთად დაიღუპება.