დაიბადა 1958 წლის 16 მარტს ქ. თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1973–74 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" კინომსახიობად; 1974–75 წლებში იმავე სტუდიაში ჯერ ხმის ოპერატორის ასისტენტად, ხოლო 1984–89 წლებში კინორეჟისორად; 1981–83 და 1989–95 წლებში კომპანია "ქართულ ტელეფილმში" კინორეჟისორად.