სამოქალაქო ომის გმირის, პარტიზანთა მეთაურის, ნესტორ კალანდარიშვილის, იგივე "ციმბირელი პაპის" რაზმი თეთრგვარდიელებს ანადგურებს. ნესტორი სამშობლოში დაბრუნებას დააპირებს, მაგრამ ომი კვლავ იფეთქებს. მტერი კალანდარიშვილს ვერ მოიხელთებს და გადაწყვეტს ბოლო ღალატით მოუღოს. რაზმში თეთრგვარდიელი პორუჩიკის, ტიხომიროვის შეგზავნას დააპირებენ, მაგრამ იგი ოფიცრის ღირსების შეურაცხმყოფელ საქმეს არ იკადრებს. ტიხომიროვს, რომელსაც დაუმორჩილებლობისთვის ტრიბუნალი ემუქრება, პარტიზანები შეიფარებენ. "ციმბირელი პაპა" არაერთ ბრძოლას გადაიხდის, იგი 1922 წელს თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში დაიღუპება.