დაიბადა სოფ კონტუათში (ხონის რ–ნი) 1910 წლის 31 დეკემბერს. მისი ნამდვილი გვარია ყვინჩია. 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. 1937 წლიდან გადავიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში, სადაც რეჟისორ დოდო ანთაძის რჩევით შეიცვალა გვარი და შემდგომ უკვე ცნობილია ახალი გვარით ხვიჩია. 1961-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ.აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.1956 წლიდან იღებენ კინოში. გამოდიოდა ესტრადაზე. ხვიჩიას შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით. საქართველოს სახალხო არტისტი (1960).

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

საბუდარელი ჭაბუკი
მანანა
განძი
ბურთი და მოედანი
თხუნელა
თოჯინები იცინიან
გზაში
მე ვხედავ მზეს
ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი
პიერი მილიციის თანამშრომელი
შეხვედრა წარსულთან
შეხვედრა მთაში
ქალაქი ადრე იღვიძებს
განგაში
ფილატელისტის სიკვდილი
სემირამიდას ბაღები
გათენების წინ
მხიარული რომანი
პირველი მერცხალი
ფეოლა
მეზობლები
ჩვენი ეზო
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
მალე გაზაფხული მოვა
ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება
ჩემი ქალაქის ვარსკვლავი
ანარეკლი
მოხეტიალე რაინდები
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
დილის ნისლივით
რაჭა ჩემო სიყვარულო
ბენზინის ჩამომსხმელი
მაცივარში ვიღაც იჯდა
დათა თუთაშხია
წარსული ზაფხული
პაპა გიგია
არ იდარდო!
ბზიანეთი
ჩემი მეგობარი ნოდარი
ტარიელ გოლუა
ღიმილის ბიჭები