რედაქციას აცნობებენ, რომ თუ ათ დღეში მათი კუთვნილი მოტოციკლი სამიათას კილომეტრს არ დაფარავს, მანქანას ჩამოართმევენ. მოტოციკლის ტარება სტაჟიორ სანდროს გარდა არავინ იცის. სანდრო მეგობარ მიტოს და ბაბუა არდალიონს გაიყოლებს და მოგზაურობას შეუდგება. გზაში ბევრი საინტერესო რამ გადახდებათ თავს. არდალიონი არქეოლოგებს გაიცნობს და, მათი საქმიანობით მოხიბლული, გათხრებზე დარჩება. სანდრო და მიტოც გაიყრებიან – ერთი ტრაქტორისტების, მეორე კი მარტოხელა გლეხის დასახმარებლად დარჩება. მოტოციკლს, რომელიც ამ მოგზაურობაში კილომეტრების საჭირო ნორმას შეასრულებს, რედაქციაში სატვირთო მანქანით დააბრუნებენ.