მგზავრებით სავსე ავტობუსს გზაზე დაგდებული ჯიხური გზას გადაუღობავს. მთვრალი სვინა, რომელმაც ეს ხერხი ავტობუსის გასაჩერებლად გამოიყენა, ჯიხურიდან გამოძვრება და ავტობუსში ავა. იგი მგზავრებს თავს აბეზრებს, მაგრამ მთვრალთან კამათს ყველა ერიდება. ბოლოს მოთმინებიდან გამოსული ერთი ქალი წამოხტება და თავხედს ავტობუსიდან ჩააგდებს. ნირწამხდარი სვინა წვიმის ქვეშ დარჩება გზაზე.