დაიბადა თბილისში 1928 წლის 28 თებერვალს.1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ. თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. სსრკ სახალხო არტისტი (1980). სსრკ შრომის გმირი (1988).1974 წელს მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „ნერგები“. არის სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლებით.

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

ჭრიჭინა
ეთერის სიმღერა
წარსული ზაფხული
სად არის შენი ბედნიერება, მზია?
თხუნელა
ლონდრე
ვედრება
ფილატელისტის სიკვდილი
წყალდიდობა
სამკაული სატრფოსათვის
ნერგები
მთვარის მოტაცება
ვერის უბნის მელოდიები
ჩირიკი და ჩიკოტელა
გაქცევა გათენებისას
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
ნუცა
ქალაქი ანარა
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
ნატვრის ხე
დილის ნისლივით
სოფლის აშიკი
სინემა
რაჭა ჩემო სიყვარულო
XIX საუკუნის ქართული ქრონიკა
თბილისი, პარიზი, თბილისი
ცხელი ზაფხულის სამი დღე
გზა შინისაკენ
ძველი სახლი
სამი ალიყური
აშუღ-ყარიბი
ნაზარის უკანასკნელი ლოცვა
ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი
ერთი ნახვით შეყვარება
ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში
თეთრი ბაირაღები
ბებერი მეზურნეები
სოლო სალამურისათვის
სიყვარული, ხანძარი და პომპიერო
წკიპურტები
შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
ზნედაცემული ანგელოზი
კედელი
მღერის ბორჯომის ნაძვი
მიდიოდა მატარებელი
მიჯაჭვული რაინდები
ფოსტალიონი
ასეთი სიყვარული
კოჯრის ტყის სიზმრები
მეტეოიდიოტი
მწვერვალთა დამპყრობნი
შვეციის პრინცი იმერეთიდან
პალიასტომი
კომბლე
სიზმარა