1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მონაწილე, ბოლშევიკების მიერ დატყვევებული თავადი წამებისგან თავის დასაღწევად ჯალათებს აჯანყების ორგანიზატორთა თავშეყრის გამოგონილ ადგილს დაუსახელებს. მისთვის მოულოდნელად, ორგანიზატორებს სწორედ დასახელებულ ადგილზე მიაგნებენ და დააპატიმრებენ. ეს ფაქტი თავადს ცხოვრების მანძილზე მუდმივი ტანჯვის მიზეზად ექცევა.