დაიბადა 1962 წლის 4 აგვისტოს თბილისში. 1979–1984 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (სპარსული ენის სპეციალობით), 1984–1985 წლებში – თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში (სპარსული ენის სპეციალობა), 1987–1990 წლებში– მოსკოვში, სცენარისისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე (სერგეი სოლოვიოვის სახელოსნო), 2002–20003 წლებში ბერლინში გაიარა ნიპკოვ–ის პროგრამის სრული კურსი. მოღვაწეობდა მოსკოვში. მუშაობდა ტელეკომპანია "იმედში" სცენარების ავტორად და რეჟისორად.