ფილმის მთავარი გმირი სამი წარუმატებელი ადამიანია: უმუშევარი ქართველი კინორეჟისორი, ყოფილი უკრაინელი კასკადიორი და კანადელი ქალი, რომელიც ცხოველთა უფლებების დასაცავად იბრძვის. მოქმედება ვითარდება 1992 წელს. სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული თბილისიდან ისინი ბერლინის ზოოპარკისკენ მოგზაურობენ, რათა კინოსტუდიიდან წამოყვანილი დათვი იქ დააბინავონ. თითოეულ პერსონაჟს საკუთარი მიზნები ამოძრავებს. ისინი ვერ აცნობიერებენ, როგორაა მათი ბედისწერა გადაჯაჭვული.