დაიბადა თბილისში 1937 წლის 21 მაისს. მშობლები მიხეილ ჭიაურელი და ვერიკო ანჯაფარიძე.თბილისის ქალთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1955–60 წ.წ. სწავლობდა მოსკოვში საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში კინოსა და თეატრის მსახიობის ფაკულტეტზე (ოლგა პიჟოვასა და ბორის ბიბიკოვის სახელოსნო). მოსკოვის უამრავი თეატრების მიწვევის მიუხედავად იგი დაბრუნდა სამშობლოში. 1960–1964 და 1968 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის, ხოლო 1964–68 წლებში შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. 1998 წლიდან პარალელურად მუშაობს თეატრ "ვერიკოს" მსახიობად. 2003 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. იგი ხშირად ამბობს "მე არ ვთამაშობ, მე ჩემი გმირებით ვცოცხლობ!"
საქართველოს დამსახურებული არტისტი (1964), საქართველოს (1976) და სომხეთის (1979) სახალხო არტისტი.
დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენით (1965), "ღირსების" ორდენით (1997). სახელმწიფო (1980), ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის (1996), შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო (1998), კ. მარჯანიშვილის სახელობის (2000), ნუცა ჩხეიძის სახელობის (2002) და "ეკრანის დედოფალი" – ვერა ხოლოდნაიას სახელობის (2003) პრემიების ლაურიატი. საერთაშორისო კინოფესტივლების პრემიების ლაურიატი (1957, 1965, 1966 , 1971, 1972, 1974, 1976, 1978, 1992). მოვსეს ხორენაცის სახელობის მედლის კავალერი (2000), "აღმაშენებლის ვარსკვლავის" ორდენის კავალერი (სანქტ–პეტერბურგი–2004). 1974–1979 წ.წ. იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. თბილისის (1997), ფოთის (1995), ქუთაისის (2003) და კვიპროსის საპატიო მოქალაქე.

ფილმოგრაფია