მტერი ნახირს გაიტაცებს. ჩერმენი დაჭრილ მეგობართან ერთად მთიდან ძლივს ჩამოაღწევს. მოხუცი ხაჯი დაადანაშაულებს, რომ მტრის წინააღმდეგ თოფი ერთხელაც არ გაუსვრია და ჩერმენს, როგორც ადათი მოითხოვს, სოფლიდან გააძევებენ. გადახვეწილი ჩერმენი შიშველი ხელით მოგუდავს ვეფხვს და გზად მიმავალ მხედარს გადაარჩენს. სიმამაცისთვის სოფელი დანაშაულს აპატიებს... ხაჯი, რომელიც ხანჯლის ტყორცნაში გამარჯვებულს თავისი ქალიშვილის, აზაუს ხელს დაპირდება, სიტყვას ვერ გატეხს და ქალს ჩერმენს მისცემს. ქორწილს მტრის თავდასხმის ცნობა წამოშლის, ჩერმენი საომრად მიდის. ბრძოლიდან შინ დაბრუნებულს მოშურნე ზურგიდან ესვრის და მოკლავს.