დუდუხანა წეროძე

08/11/1918  - 08/05/2000

დაიბადა თბილისში 1918 წლის 8 ნოემბერს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1938 წელს დაამთავრა საქ. "სახკინმრეწვთან" არსებული კინომსახიობთა სკოლა. სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო 1933 წლიდან. მისი პირველი როლია - "მარო" ფილმში "უკანასკნელი მასკარადი" (1934). 1949 წ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1955 წლიდან ისევ კინოსტუდია "ქართულ ფილმშია" და ქმნის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ სახეებს. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1965).

ფილმოგრაფია

გადაღებულია ფილმებში:

უკანასკნელი მასკარადი
დაკარგული სამოთხე
შავ მთებში
კოლხეთის ჩირაღდნები
ის კიდევ დაბრუნდება
ჯურღაის ფარი
ჭირვეული მეზობლები
მაგდანას ლურჯა
ჩვენი ეზო
მამლუქი
განაჩენი
სად არის შენი ბედნიერება, მზია?
უდიპლომო სასიძო
თოჯინები იცინიან
პალიასტომი
მე ვხედავ მზეს
ტარიელ გოლუა
სემირამიდას ბაღები
ჩარი რამა
ჩაძირული ქალაქის მაძიებლები
გაქცევა გათენებისას
უყაიმო თამაში
ფილატელისტის სიკვდილი
ქალაქი ადრე იღვიძებს
წუთისოფელი
პირველი მერცხალი
გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
ყვარყვარე
გამოაღეთ ფანჯრები
კუკარაჩა
დიმიტრი II
ამბავი სურამის ციხისა
მონადირე