დაიბადა სოფ. ართანაში (თელავის რ-ნი) 1928 წლის 14 ივლისს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის (თსსა) თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ფაკულტეტი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1983). რუსთაველის (1985) და სსრკ (1981) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1998).

ფილმოგრაფია

დამდგმელი მხატვარია ფილმების:

ჩვენი ეზო
სხვისი შვილები
მაია წყნეთელი
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
განთიადი
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
პალიასტომი
პიერი მილიციის თანამშრომელი
ცისკრის ზარები
დიდოსტატის მარჯვენა
სემირამიდას ბაღები
ბიჭები იასამნის ქუჩიდან
მშვიდობით, ინესა !
ღვინის ქურდები
კაცია ადამიანი ?!
გამარჯობა ყველას (ფიროსმანი)
მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო...)
სანამ წვიმა გადივლიდეს
ერთ პატარა ქალაქში
ჭა
დათა თუთაშხია
წიგნი ფიცისა
თეთრი ბაირაღები
მოვდივართ და მოვიმღერით
მაგდანას ლურჯა
რეკორდი
ოქროს ობობა
ცაბუნია
მორევი
ანთიმოზ ივერიელი
პრემიერა
ღმერთო, რისი გულისთვის… – უმადური
ჩემი არდადეგები
გაზაფხულის საღამო