დაიბადა სოფ.ხორგაში (ხობის რაიონი) 1933 წლის 15 ივნისს. 1956 წელს დაამთვარა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1956-62 წლებში მუშაობდა სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად. 1962 წლიდან თბილისის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია. 1984–1990 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი, შემდეგ პოპულარული ტელე-შოუს «ფორტუნას» წამყვანი. ღირსების ორდენის კავალერი (1998). თბილისი საპატიო მოქალაქე (2003).

ფილმოგრაფია